irida1@rambler.ru
irida@iridaprint.ge

 

 

     
დაგვიკავშირდით
ქ.ფოთი,წმ.ნინოს ქ.#4

+995 5 97 015 016

+995(493) 222 433

 

 

იდეალური სტამბა წარმატებული ბიზნესისათვის       დაბეჭდე ოცნება ირიდასთან ერთად

 

 

ყველაფერი ძალიან მარტივია

       ახალგაზრდა ფირმა, პლუს თანამედროვე დანადგარები, პლუს მეგობრული კოლექტივი და რაც მთავარია გულითადი დამოკიდებულება დამკვეთისადმი.ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა. თქვენს წარმატებას კი საკუთარი ფორმულა გააჩნია, მასში აუცილებელია პოლიგრაფიის სფეროში საიმედო პარტნიორის ყოლა. ჩვენ ვიცით როგორი გინდათ იყოს იგი, და არა მარტო ვიცით, არამედ სრულიად შევესაბამებით თქვენს მოთხოვნებს.

ჩვენი წარმატების ტექნოლოგია

          უკვე 20 წელზე მეტია რაც ჩვენ პოლიგრაფიული მომსახურეობის სფეროში წარმატებით ვსაქმიანობთ. ამ ხნის განმავლობაში, საკმაო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა შევიძინეთ მაღალხარისხოვანი პროდუქციის დასამზადებლად. ჩვენ სისტემატურად ვსრულვყოფთ და ვიყენებთ მუშაობისას ბეჭდვისა და გაფორმების მოწინავე ტექნოლოგიებს ჩვენი პროდუქციის მომხმარებლების მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ფირმის მუშაობის წლებში გამოვიმუშავეთ ჩვენს შემკვეთებთან ურთიერთობის გარკვეული სტილი რომელიც უპირველესად ეხმარება, რომ ნებისმიერი დამკვეთი ჩვენი ბიზნეს–პარტნიორია. როგორც ყველა კომერციული ორგანიზაცია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ფირმის მოგების ზრდით, მაგრამ მტკიცედ ვიცავთ წესს: "შემკვეთი ყოველთვის მართალია" და ყველა ღონეს ვხმარობთ რომ დავეხმაროთ პარტნიორებს უკეთ განკარგონ ის სახსრები, რასაც ისინი პროდუქციაში დებენ. ჩვენ დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის პოლიგრაფიულ ნაწარმს, შევარჩევთ დამზადების ოპტიმალურ ტექნოლოგიას, გაფორმებას, ქაღალდს. ჩვენთვის არ არსებობოს ცნება "სარფიანი" და "არასარფიანი" შემკვეთი. ყველას, ვინც მოგვმართავს, შეუძლია დარწმუნდეს ჩვენს ყურადღებასა და საბოლოო შედეგით დაინტერესებაში, აგრეთვე ჩვენი მენეჯერებისა და დიზაინრების მხრიდან ინდივიდუალურ მიდგომაში.           ვიმედოვნებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეთ, დაგეხმარებათ არჩევანი შეაჩეროთ ჩვენს ფირმაზე, როგორც საიმედო პარტნიორზე ორმხრივად მომგებიან ბიზნესში.

გავიცნოთ ერთმანეთი!

სტამბა "ირიდა"